Thursday, May 27, 2010

რომის იმპერია



რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.

სულას და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია — რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თან საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსის და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისარის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь.

კეისარის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც მას იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა.

რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთის და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა.

ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კი კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრის და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმ დროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

ვიდეო

ყოფილი რომის იმპერია


View romis imperia in a larger map

ალბომი

რომის იმპერატორები

იმპერატორი (ლათ. imperator - მბრძანებელი), მონარქის ტიტული. თავდაპირველად იმპერატორის საპატიო ტიტული რომაელ მხედართმთავრებს ენიჭებოდათ. ავგუსტუსუს დროიდან იმპერატორად იწოდებოდა რომის სახელმწიფოს მემკვიდრეობითი მეთაური, შემდეგში იმპერატორის ტიტული ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მონარქებმაც მიიღეს (ტერმინი "იმპერატორი" არაევროპული ქვეყნების მონარქთა მიმართაც გამოიყენება - მაგ., ჩინეთის იმპერატორი - 1911-მდე, იაპონიის იმპერატორი).
რომის იმპერატორები [რედაქტირება]

ავგუსტუსი 27 ძვ. წ. - 14 ახ. წ. (Caesar Avgvstvs)
ტიბერიუსი - 14 - 37 (Ti. Caesar Avgvstvs)
კალიგულა - 37 - 41 (C. Caesar Avgvstvs Germanicvs)
კლავდიუსი - 41 - 54 (Ti. Clavdivs Caesar Avgvstvs Germanicvs)
ნერონი - 54 - 68 (Nero Clavdivs Caesar Avgvstvs Germanicvs)
გალბა - 68 - 69 (Imp. Ser. Svlpicivs Galba Caesar Avgvstvs)
ოტონი - 69 (Imp. M Otho Caesar Avgvstvs)
ვიტელიუსი 69 (A. Vitellivs Avgvstvs Imp. Germanicvs)
ვესპასიანე - 69 - 79 (Imp. Caesar Vespasianvs Avgvstvs)
ტიტუსი - 79 - 81 (Imp. Titvs Caesar Vespasianvs Avgvstvs)
დომიციანე - 81 -96 (Imp. Domitianvs Caesar Avgvstvs)
ნერვა - 96 - 98 (Imp. Caesar Nerva Avgvstvs)
ტრაიანე - 98 - 117 (Imp. Caesar Nerva Traianvs Avgvstvs)
ადრიანე - 117 - 138 (Imp. Caesar Traianvs Hadrianvs Avgvstvs)
ანტონინუს პიუსი 138 - 161 (Imp. Caesar T. Aelivs Hadriavns Antoninvs Avgvstvs Pivs)
მარკუს ავრელიუსი - 161 - 180 (Imp. Caesar M. Avrelivs Antoninvs Avgvstvs)
ლუციუს ვერუსი - 161 - 169 (Imp. Caesar L. Avrelis Vervs Avgvstvs)
კომმოდუსი - 180 - 192 (Imp. Caesar L. Aelivs Avrelivs Commodvs Avgvstvs)
პერტინაკსი - 193 (Imp. Caesar P. Helvivs Pertinax Avgvstvs)
დიდიუს იულიანუსი - 193 (Imp. Caesar M. Didivs Severvs Ivlianvs Avgvstvs)
სეპტიმუს სევერუსი 193 - 211 (Imp. Caesar L. Septimivs Severvs Pertinax Avgvstvs)
კლოდიუს ალბინუსი - 193 - 197 (Imp. Caesar D. Clodivs Septimivs Albinvs Avgvstvs)
პესცენიუს ნიგერი - 193 - 194 (Imp. Caesar C. Pescenivs Niger Ivstvs Avgvstvs)
კარაკალლა - 211 - 217 (Imp. Caesar M. Avrelivs Antoninvs Caracalla Avgvstvs)
გეტა - 217 - 218 (Imp. Caesar P. Septimivs Geta Avgvstvs)
მაკრინუსი - 217-218 (Imp. Caesar M. Opelivs Macrianvs Avgvstvs)
ელაგაბალი - 218-222 (Imp. Caesar M. Avrelivs Antoninvs Avgvstvs)
ალექსანდრე სევერუსი - 222-235 (Imp. Caesar M. Avrelivs Severvs Alexander Avgvstvs)
მაქსიმინუსი - 235-238 (Imp. Caesar C. ivlivs Vervs Maximinvs Avgvstvs)
გორდიანუს I - 238 (Imp. Caesar M. Antoninvs Gordianvs Sempronianvs Romanvs Africanvs Avgvstvs)
გორდიანუს II - 238 (Imp. Caesar M. Antoninvs Gordianvs Sempronianvs Romanvs Africanvs Avgvstvs)
პუპიენუსი 238 (Imp. Caesar M. Clodivs Pvpienvs Maximvs Avgvstvs)
ბალბინუსი - 238 (Imp. Caesar D. Caelivs Calvinvs Balbinvs Avgvstvs)
გორდიანუს III - 238-244 (Imp. Caesar M. Antonivs Gordianvs Avgvstvs)
ფილიპე არაბი - 244-249 (Imp. Caesar M. Ivlivs Philippvs Avgvstvs)
ფილიპე (უმცროსი) -247-249 (Imp. Caesar M. Ivlivs Philippvs Avgvstvs)
დეციუსი -249-251 (Imp. Caesar C.Messivs Qvintvs Traianvs Decivs Avgvstvs)
დეციუს (უმცროსი) 251 (Imp. Caesar Q. Herrenivs Etrvscvs Messivs Decivs Avgvstvs)
ჰოსტილიანუსი - 251 (Imp. Caesar C. Valens Hostilianvs Messivs Qvintvs Avgvstvs)
ტრებონიანუს გალლუსი - 251-253 (Imp. Caesar C. Vibivs Trebonianvs Gallvs Avgvstvs)
ველუზიანუსი - 251-253 (Imp. Caesar C. Vibivs Afinivs Gallvs Avgvstvs)
ემილიანუსი - 353 (Imp. Caesar M. Aemilianvs Avgvstvs)
ვალერიანუსი - 253-260 (Imp. Caesar P. Licinivs Valerianvs Avgvstvs)
გელლიენუსი - 253-268 (Imp. Caesar P. Licinivs Egnativs Gallienvs Avgvstvs)
პოსტუმუსი - 258-268 (Imp. Caesar M. Cassianivs Latinivs Postvmvs Avgvstvs)
ვიქტორინუსი - 268-270 (Imp. Caesar M. Piavonivs Vitrorinvs Avgvstvs)
კლავდიუს II - (Imp. Caesar M. Avrelivs Clavdivs Avgvstvs)
ტეტრიკუსი -270-273 (Imp. Caesar C. Pivs Esvvivs Tetricvs Avgvstvs)
კვინტილუსი - 270 (Imp. Caesar M. Avrelivs Clavdivs Qvintvllvs Avgvstvs)
ავრელიანუსი - 270-275 (Imp. Caesar L. Domitivs Avrelivs Avgvstvs)
ტაციტუსი - 275-276 (Imp. Caesar M. Clavdivs Tacitvs Avgvstvs)
ფლორიანე -276 (Imp. Caesar M. Annivs Florianvs Avgvstvs)
პრობუსი - 276-282 (Imp. Caesar M.Avrelivs Probvs Avgvstvs)
კარუსი - 282-283 (Imp. Caesar M. Avrelivs Carvs Avgvstvs)
კარინუსი - 283-284 (Imp. Caesar M.Carinvs Avgvstvs)
ნუმერიანე - 283-284 (Imp. Caesar M. Avrelivs Nvmerivs Nvmerianvs Avgvstvs)
დიოკლტიანე - 284-305 (Imp. Caesar C. Avrelivs Valerivs Diocletianvs Avgvstvs)
მაქსიმიანე - 286-305 (Imp. Caesar M. Avrelivs Maximianvs Avgvstvs)
გალერიუსი - 293-311 (Imp. Caesar C. Galerivs Valerivs Maximianvs Avgvstvs)
კონსტანციუს I - 393-306 (Imp. Caesar M. Flavivs Valerivs Constantivs Avgvstvs)
კარაუსიუსი - 286—293 (Imp. Caesar M. Avrelivs Mavs. Avgvstvs)
ალლექტუსი - 293-296 (Imp. C. Allectvs Avgvstvs)
ფლავიუს სევერუსი -305-307 (Imp. Caesar Flavivs Valerivs Severvs Avgvstvs)
მაქსიმინუსი - 305-313 (Imp. Caesar Galerivs Valerivs Maximinvs Avgvstvs)
მაქსენციუსი - 307-312 (Imp. Caesar M. Avrelivs Velrivs Maxsentivs Avgvstvs)
ალექსანდრე - 308-311 (Imp. Caesar L. Domitivs Alexander Avgvstvs)
ლიცინიუსი - 308-324 (Imp. Caesar Valerivs Licinianvs Licinivs Avgvstvs)
კონსტანტინე I (დიდი) - 306-337 (Imp. Caesar C. Flavivs Valerivs Constantinvs Avgvstvs)
კონსტანტინე II -337-340 (Imp. Caesar Flavivs Clavdivs Constantinvs [Ivnior] Avgvstvs)
კონსტანსი -337-350 (Imp. Caesar Flavivs Ivlivs Constans Avgvstvs)
კონსტანციუს II -337-361 (Imp. Caesar Ivlivs Constantivs Avgvstvs)
მაგნეციუსი - 350-353 (Imp. Caesar Flavivs Magnvs Magnetivs Avgvstvs)
იულიანე (Imp. Caesar Flavivs Clavdivs Ivlianvs Avgvstvs)
იოვიანე - 363-364 (Imp. Caesar Flavivs Iovianvs Avgvstvs)
ვალენტინიანე I - 364-375 (Imp. Caesar FlavivsValentinianvs Avgvstvs)
ვალენტი - 364-378 (Imp. Caesar Flavivs Valens Avgvstvs)
გრაციანე - 367-383 (Imp. Caesar Flavivs Gratianvs Avgvstvs)
ვალენტინიანე II - 375-392 (Imp. Caesar Flavivs Valentinianvs Avgvstvs)
მაგნუს მაქსიმუსი - 383-388 (Imp. Caesar Magnvs Maximvs Avgvstvs)
ფლავიუს ვიქტორი - 384-388 (Imp. Caesar Flavivs Victor Avgvstvs)
ევგენიუსი - 392-394 (Imp. Caesar Flavivs Evgenvs Avgvstvs)
თეოდოსიუს I - 379-395 (Imp. Caesar Flavivs Theodosivs Avgvstvs)